უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის შესახებ ისაუბრა.
„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, – თქვა ზელენსკიმ.