სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
“მიწისძვრის დროს გუგუნი და ხმა, მიწის გარღვევის ხმა არის, ეპიცენტრთან ახლოს როდესაც ხართ, გესმით ეს ხმა კარგად.
ქვესკნელიდან არ მოდის, უბრალოდ რღვევაზე გადაადგილება ხდება.
თბილისი სეისმურად საშიში ქალაქია” – წერს თეა გოდოლაძე
ცნობისთვის, თბილისთან ახლოს დღეს, 6 აპრილს, გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქში საკმაოდ მძლავრად იგრძნობოდა და გარდა ამისა იყო გუგუნის ხმა.
მანამდე, თეა გოდოლაძემ გაავრცელა კიდევ ერთი პოსტი და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
“ნუ გეშინიათ, პატარაა, უბრალოდ თბილისთან ახლოს იყო!” – წერს თეა გოდოლაძე.