სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები ვრცელდება.
ვიდეო, იმ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული, სადაც სააკაშვილი აიყვანეს.
ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებენ ყოფილ პრეზიდენტს ხელბორკილს.
მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ დაკავების დროს მასთან უხეშ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს სოციალური ქსელიშ მეშვეობით მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იმყოფებოდა. მოგვიანებით მან 2 ვიდეო გამოაქვეყნა.
მმართველი გუნდი აღნიშნულ ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.