“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვაქცინაციის დღევანდელი სტატისტიკის შესახებ წერს:
“ეს რა მაგარები ვართ…” თურმე 81106 ადამიანი აიცრა დღეს National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) მონაცემებით!
ასე თუ გავარგძელეთ 2 კვირაში საქართველოს მოსახლეობის 100% იქნება აცრილი !
ვაქცინაციას ვერ მიხედეთ – გავიგეთ, მაგრამ იქნებ საიტზე ტექსტის სისწორეს მაინც მიხედოთ – უფრო მარტივია …
არაპროფესიონალიზმი კლავს!” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 485ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2 800
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 485
მათ შორის გარდაცვლილი – 42
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 33 679, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 554, PCR ტესტით – 10 125
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,31%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 5,16%
სულ აცრილია – 1 826 786, დღიურად აცრილია – 8 106
კარანტინის რეჟიმში – 34
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 025
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 597