Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რომელი სამი ნაცია წულუკიანის გვერდით? – “დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა“ – ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება

April 4, 2025
რომელი სამი ნაცია წულუკიანის გვერდით? – “დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა“ – ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული კომისიის მიზანი ოცნების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვაა.

„ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ “ოცნების” მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით. ცინიკურია ფაქტი, რომ “ოცნებამ” კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი ნაცი, კონკრეტულად: ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაშია ტრაგიკული ფაქტია, რომ კომისიის თავმჯდომარეა ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან.

13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა ნაცების დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენაა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ.

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას “ნაცებს”. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა!” – თქვა გოგიჩაიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი მოკლეს
  • „დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს“ – სპეცოპერაცია აჭარაში
  • „ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია, საერთო აწმყო, საერთო მომავალი“ – ვის მიმართავს დიმიტრი პესკოვი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge