Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

April 3, 2025
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი გახარიას

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შესახებ ისაუბრა.

„ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ „ოცნების“ მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით შექმნა. ცინიკურია ფაქტი, რომ „ოცნებამ” კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი „ნაცი“, კონკრეტულად: ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი იყო. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდ-ის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში და ტრაგიკულია ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან.

13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა „ნაცების“ დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ.

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიცილების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმს სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას „ნაცებს“. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გააწესა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში. ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  •  “როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების”- გიორგი ქადაგიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge