სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მიერ, ხმების 43,84% მიღებას ეხმაურება, რითიც ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აჯობა.
გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“დანარჩენ ქუთაისს და ქუთაისელებს რას ვერჩი, თორემ ხატია დეკანოიძე დედამოხნულისთვის ხმის მიმცემი “ქუთეისლები” კი ხართ ღირსები დაგიხუროს ბიძინამ და ოცნებამ ის მილიარდიანი უნივერსიტეტი, არც წყალტუბო დაიწყონ და სდიეთ მერე ხატიას და პარლამენტის 1000 კაცს!..
რად გინდათ 60 000 სტუდენტი და კაი ცხოვრება ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის და უმაღლესი დონის კურორტის გვერდით?!..
სამარცხვინოა უბრალოდ, სამარცხვინო დეკანოიძე!..
მიდით, მიჰასაც აშოვნინეთ კიდევ მილიარდები, ბებიათქვენისამ ბიძინასავით დაგახარჯავთ რა… ცოტა სახლები იყიდა მაიამიში და მანჰეტენზე თავის მუ@ლები ბოლომდე არ დაუსახლებია თქვენს ხარჯზე… ახლები ჰყავს გასამდიდრებელი!..
ვაი, თქვენს პატრონს, ყველასი, ვინც ნაცხლისტობას ხმა მიეცით… უვიცი, უდონო ბრბო – ტყუილებით გაბერილი, შეცდომას და ბოროტებას, ქვეყნის ღალატს რომ ვერ ანსხვავებთ!..
ნაცების წინააღმდეგ ნამდვილი საფრთხობელა რომ დაეყენებინათ, იმას მივცემდი ხმას ბოლო-ბოლო და თუ ოცნების არ მოგწონდათ, სხვა პარტია და კანდიდატი არ იყო?!” – წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ქუთაისის უბნების 42.74%, რომლის შედეგადაც, ხმები ასე ნაწილდება:
ხატია დეკანოიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 43.81%;
იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნება“ – 41.76%;
გიორგი გოგუაძე, „გახარია – აქართველოსთვის“- 8.09%;
ანდრო ლოსაბერიძე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლი“- 5%;
ირინა საღინაძე, „თავისუფალი საქართველო“ – 1.35%.