საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“გორელებზე ღადაობას რაც შეეხება ხინჩეგაშვილის არჩევის გამო!ხინჩეგაშვილი რომ წერა-კითხვის უცოდინარია ყველაზე მეტად მისმა ამომრჩეველმა იცის, მაგრამ მათი “გამტყუნება” არასწორია, რადგან ენმ-მა არანაკლები ერთუჯრედიანი შესთავაზა ამომრჩეველს.
როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დგები, ანუ ორი შტერიდან უნდა აირჩიო, მარტივად, ციფრებს შორის აკეთებ არჩევანს, უფრო მეტიც, “გლეხური ვირეშმაკობით” იღებ გადაწყვეტილებას.სულ სხვა პრობლემაა, რომ ეგ ქალაქი დიდი ხანია ნიჭიერ ადამიანებს (საჯარო პირებს) აღარ გენერირებს, მოჭიდავეებს თუ არ ჩავთვლით.
ისევ მე თუ გეტყვით სიმართლეს. გორის ეპისკოპოსის ღვთისმოსაობას ებარებოდეთ,” – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცესკოს მონაცემებით, გორში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ლიდერობს.
შედეგები პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,6%; ვასილ მახარაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 32,42%.
გორის საარჩევნო ოლქში, 107 უბნიდან ხმები 63-შია დათვლილი.