ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს:
“ასე იცის თავისუფალ მედიასთან დაპირისპირებამ, მტრების და გარყვნილების ძახილმა. ხუთმა ივლისმა, ჟურნალისტების ცემამ, ტელევიზიების დახრჩობამ!!!
ასე იცის, სახელისუფლებო არხების ქლესობის იმედად დარჩენამ!!! ასე იცის,სიმართლის დამალვამ და შოუებში ცეკვა-თამაშმა, პრობლემებისთვის თვალის გასწორების და კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად!!!
ასე იცის უსამართლობამ, ლ ე ქ ს ო ს თ ვ ი ს ნარკომანობის დაბრალებამ, გულწრფელი წუხილის ნაცვლად!!!
ასე იცის ვარდისფერი სათვალით ყურებამ, როცა უამრავ ადამიანს შია და პურის ფული არ აქვს! იმედია, ამიერიდან მიხვდებით, რა ძალა აქვს თავისუფალ მედიას და თავისუფალი ადამიანების ნებას!!!
ასე იცის მოსმენებმა, თვალთვალმა, ყველას გაკონტროლების მცდელობამ! ასე იცის ფეხქვეშ გაგდებულმა პოლიტიკურმა სასამართლომ!
ახლა მოვრჩი ღლიცინს და წავედი, ვმივხედო საქმეს, რომელიც თქვენ ბრძოლის ველად და ფრონტად გადაგვიქციეთ (ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ), – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.65 პროცენტი (821 225 ხმა) აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი (540 469 ხმა).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 740 უბანზე (99.92%).
აღნიშნული მოანცემებით, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ აქვს 7.79% (1 37181 ხმა), „ლელოს“ – 2.71 % (47 791 ხმა), დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს.
წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
https://mix.metronome.ge/22004-2/