„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„🔵 ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ბანკი ისეთივე ყაჩაღი და მძარცველია, როგორც რუხაძე და ლიბერთი ბანკი!
გილაური ისეთივე მოკავშირე და მარიონეტია ივანიშვილის ხელში, როგორც ვანო ჩხარტიშვილი ან უჩა მამაცაშვილი.
✅ ყველაფერზე კომენტარის გამკეთებლები, რომ არიან მათი პოზიცია არ მომისმენია ირანში, ტერორისტებთან მოპოზიორე კობახიძესთან გაკრეჭილი, გილაური რომ იჯდა.
🟢 თემების აზელვა, შემოგდება და პედისტალიდან ჭკუის დარიგება იცოცხლე, და სიმართლე?! სიმართლეს რატომ არ საუბრობთ?
არაფერი არ იქნება დაფარული და დამალული, არც ისეთი, რომ არ გაცხადდეს!
💡სანამ გილაურს, ვანიკო ნაკაიძეს, ფხაკაძესა და მისნაირებს ხელს დააფარებს “მავანი”, მანამდე იხეირებს ივანიშვილი!
🇬🇪ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია ✊🏻🇬🇪“, – წერს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ,2 დღის წინ, გილაური მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.