„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო.
ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა?
რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ.
მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.
კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“.
გენერალურმა პროკურატურამ, ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება დაიწყო.
ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობაა.