მინდა ვთქვა, რომ მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ახალ ოჯახს
ჩვენ ჩავწერეთ ეს ვიდეო საქართველოში ჩემს წასვლამდე, რადგან უკრაინა და საქართველო ერთად არიან და მოვილაპარაკეთ, რომ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ ჩემი დაკავების შემთხვევაში. მე და ლიზა იასკო ერთად ვართ , – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა საზოგადოებას ვიდემიმართვის მეშვეობით ამცნო.
„მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველ წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვო ბედნიერება, ისე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებამ აიყვანა. სავარაუდოდ, სააკაშვილის დაკავება გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.
ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
https://mix.metronome.ge/21882-2/