“ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:0 ამარცხებს.
შეხვედრის მე-14 წუთზე სომხეთის ნაკრების კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, ხოლო 34-ე წუთზე დუბლი შეასრულა.გიორგიმ გატანილი გოლი დედას მიუძღვნა.
დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: ოთარ კიტეიშვილი -2 გოლი, გიორგი მიქაუტაძე -2 გოლი, გიორგი ჩაკვეტაძე – 1 გოლი.
მატჩი “დინამო არენაზე” მიმდინარეობს.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

