გამოცემა ეტალონის ცნობით, საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში სკოლის მოსწავლეები დაიწამლნენ. მედიის ინფორმაციის, სკოლის დირექტორმა, პაატა ჩხეიძემ ფაქტი უარჰყო, არ დადასტურა მომხდარი რესურსცენტრმაც.
კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსმა” კი ბავშვების მოწამვლის ფაქტი არ უარჰყო, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრა.
მედია სამ წყაროს ასახელებს, ერთ-ერთი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტია, სადაც წერენ, რომ უფროსკლასელებმა ჩადეს პურში თაგვის წამალი და უმცროსკლასელები დაიწამლნენ. პოსტის ავტორი სკოლის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ეტალონის ცნობით, მათ ესაუბრა ორი მშობელი, ერთი ამბობს, რომ ბავშვებმა პური სკოლის გვერდით, თონეში იყიდეს, რის შემდეგაც თავის და მუცლის ტკივილი დაეწყოთ. მშობელი ამბობს, რომ არერთი ბავშვი იყო კლინიკაში გადაყვანილი და ნაწილი ღამის 3 საათზე გამოწერეს, თან ისე, რომ გადასხმა სჭირდებათ და თავი და მუცელი ისევ სტკივათ.
