პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე სოციალური ქსელით პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაზე, ისე ოპოზიციაზე.
„ივანიშვილის 21 ოქტომბრის ინტერვიუს დაპირებაა, რომ პარტიები გაქრებიან და არჩევანი იქნება ახალ ძალებს შორის. ამომრჩეველს მიმართავდა რომ ამის საშუალება მისცენ. დიდი ხანია ეს გეგმა აქვს, რომ თავის “ახალ ძალებს” გააკეთებს, უბრალოდ არ გამოუვიდა აქამდე. ამას ავხსნი ეთერში. ეს დავიმახსოვროთ.
ახლა, როდესაც უზარმაზარ იმპერიასთან ბრძოლაში ხარ 200 წელია რაღაც რიცხვზე თქმა რომ ეს არის გადამწყვეტი, არის ან უცოდინრობა ან ბოროტება. ისევ მორიგი იმედგაცრუების მომზადება, რომელიც გვინახავს ბევრჯერ და რომელსაც ცუდის მეტი არაფერი მოუტანია. წყალგამყოფი არა კვატი. ათასწლეულებით მოგიტანია თავი და ახლა ვიღაცას უნდა რომ ერთი რიცხვს მიაბას საქართველოს ათასწლეულბის ისტორიის საკითხი. 31 მარტს იქნება დიდი მიტინგი, ის უნდა იყოს შთამბეჭდავი, მაგრამ ხალხის მოტყუება რომ ამის მერე რუსეთი დაიშლება და გაოგნდება და თავს დაგვანებებს, და გაიქცევა, არის დიდი ტყუილი. თოვლის ბაბუა არ არსებობს.
ასევე, 28 ნოემბერს სამი კოალიცია გამოვიდა პარლამენტიდან, დარჩა გავრილოვის პარტია, წყნარად და მშვიდად, იმუნიტეტით, ხელფასით და საბიუჯეტო დაფინანსებით, შესაბამისად ხალხით, და ამაზე არავინ რომ არ საუბრობს, და მეტიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვედრებს რომ ესწრება ჩვენს პარტნიორებთან, ამ ფაქტს რა ვუყოთ? გავუტარეთ უკვე? რატომ ვაძლევთ საშუალებას ბიძინას ქონდეს სათადარიგო კარტები? თუ პარლამენტის დატოვების აქტი და ამ ასპარეზის მიტოვება მნიშვნელოვანი არ იყო? ეგ იყო გადამწყვეტი თავის დროზე, მაგრამ რატომღაც იმდენის საშუალება კი ეძლევა რომ პრეზიდენტთან ერთად იკეკლუცოს უცხოეთში და მეტიც“, – წერს დოლიძე.