დღეს დილით გლდანში მკვლელობა მოხდა.
აღნიშნული ფაქტი თეიმურაზ ბოჭორიშვილის 1-ელ ჩიხში მდებარე კორპუსის მე-12 სართულზე მოხდა.
როგორც კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ambebi.ge – ს უთხრა, „მოკლულია 50-წლამდე მამაკაცი, ვინაობა არ ვიცი, თუმცა როგორც სამართალდამცავებისგან გავიგე, ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, ის ადგილზე დააკავეს“.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლლობას გულისხმობს.