მომღერალი ნუცა თოფურია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 თებერვალს, რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვის გამო, სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. ნუცა თავად გვიამბობს, რა გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს, როგორ აფასებს აქციების 110-დღიან პერიოდს და ურთიერთობებს ახლობელ ადამიანებთან, რომლებიც მისგან განსხვავებულ პოლიტიკურ მხარეს აღმოჩნდნენ.
– ნუცა, შენმა აქტიურმა სამოქალაქო პოზიციამ, პოლიტიკურმა შეხედულებამ, პირად ურთიერთობებზე გავლენა იქონია?
– რა თქმა უნდა, იქონია, ეს ძალიან მტკივნეული და ემოციურია. სანამ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ვამბობდი, ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, როგორ შეიძლება, პოლიტიკური შეხედულების გამო, ადამიანი დაკარგო? მაშინ თავს მშვიდად ვგრძნობდი, ჩემი გარემოცვა ერთ აზრზე ვიყავით. როცა ანდრო ჭიჭინაძეს ციხეში გამოკეტავ, არ შემიძლია, ამ ფაქტს გულგრილად შევხედო. ანდრო ჩემი მეგობარია და კარგად ვიცნობ, ვიცი, როგორი პიროვნებაა, ვიცი, ის უდანაშაულოა.
– არიან ადამიანები, რომლებთანაც მეგობრობდი და პოლიტიკური შეხედულების გამო, კავშირი აღარ გაქვს?
– რომ გველაპარაკოს და კავშირი გაგვეწყვიტოს, ასე არ მომხდარა, მაგრამ ეს ამბები ჩვენს ურთიერთობას ძალიან დაეტყო, შესამჩნევია.
– ვიცი, რომ შენი და მარიამ შენგელიას ურთიერთობა, თქვენივე სიტყვებით, “მეგობრობაზე მეტი” იყო. დღეს სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით.
– დიახ, სხვადასხვა მხარეს ვართ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ მინდა ვილაპარაკო.
– მარიამი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, დაურეკე, წარმატებები უსურვე?
– მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა.
სტატია სრულად იხილეთ აქ