აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა.
ახალი დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ზემოაღნიშნულ თარიღამდე დარჩება ძალაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი.