მოქალაქე ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში აქტივისტ ლევან გათიაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„სახლში შეუვარდნენ ჩემს მეგობარს ლევან გათიაშვილი ი-ს.
გადაანგრიეს ყველაფერი და წაიღეს 2 ცალი პარალონი
უთხრეს რომ სისხლის სამართლის საქმესთან იყო კავშირში.
ლევანმა უთხრა: “თუ მიჭერთ ბარემ წამიყვანეო”, მათი პასუხი იყო: “შენ არ გეხება საქმე და ვერ ვისაუბრებთ დეტალებზეო”
დაავლეს ხელი პარალონებს გადაუღეს სახლს ფოტოები და წავიდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ, ლევანის მანქანაში ლევანის ვიდეოკამერამ აჩვენა როგორ ჩხრეკს მანქანას ფორმის გარეშე ვიღაც კაცი.
არის თუ არა ეს ტერორი?
არის თუ არა ეს ძალადობა იმ მოქალაქეებზე ვინც დღეს ებრძვის სისტემას?
#სოლიდარობალევანს“, – წერს ის.