ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, 32 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კაცი ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მისი ახლობლები ყვებიან, რომ მოტოციკლი მან რამდენიმე თვის წინ შეიძინა.