abcnews-ის ცნობით, აშშ-ში, ტეხასის შტატში, 17 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის 3 ზრდასრული, ერთი მოზარდი და ერთი ჩვილია. ავარია ხუთშაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 23:23 საათზე, ქალაქ ოსტინში მოხდა.
დაშავებულები ოსტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.