Tuesday, September 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რას ნიშნავს 30 დღე?” — რა თქვა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

March 13, 2025
პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ „ეთანხმება” აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ, „არის ნიუანსები”.

მისი თქმით, „ამან უნდა განაპირობოს გრძელვადიანი მშვიდობა და საჭიროა კრიზისის ფესვების მოგვარება”.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც ბელორუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად მართავს, პუტინმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს „საკითხის მიმართ ყურადღების გამოხატვისთვის”.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა თავის გუშინდელ ვიზიტზე კურსკის ოლქში და თქვა, რომ აქ ვითარება „სრულიად რუსეთის კონტროლქვეშაა”, ხოლო „ის ჯგუფი, რომელიც შეიჭრა ამ ტერიტორიაზე, სრულიად იზოლირებულია”.

შესაბამისად, პუტინის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ვერ შეძლებენ ამ ტერიტორიის დატოვებას – „მათ მოუწევთ ან ტყვედ ჩავარდნა, ან დაღუპვა”.

ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის „ემხრობა” ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა, რჩება კითხვები:

„რას ნიშნავს 30 დღე. რომ ჩვენ, ვინც კურსკშია, იქიდან უბრძოლველად გამოვა? ჩვენ უნდა გამოვუშვათ ისინი მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს დანაშაულები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? თუ უკრაინის ხელისუფლება მისცემს მათ ტყვედ ჩავარდნის ბრძანებას?”

პუტინმა ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა, „უკრაინას მისცეს გადაიარაღების და მომენტუმის აღდგენის საშუალება ახლა, როცა რუსეთი წინ მიიწევს”.

„როგორ განიხილება სხვა ასპექტები 2000-კილომეტრიანი ხაზის გასწვრივ? მოგეხსენებათ, რუსული ჯარები პრაქტიკულად ფრონტის ხაზზე ყველა სექტორში და ყველა პირობა იქმნება იმისათვის, რომ საკმაოდ დიდი დანაყოფები მოვაქციოთ ალყაში.

რისთვის იქნება გამოყენებული ეს 30 დღე? იმისთვის, რომ უკრაინას საშუალება მიეცეს, გააგრძელოს იძულებითი მობილიზაცია? რომ გაგრძელდეს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რათა მოხდეს ახლად მობილიზებული ქვედანაყოფების წვრთნა? თუ არაფერი ეს მოხდება?

ან როგორ იქნება კონტროლის საკითხი? როგორ შევძლებთ და რით იქნება გარანტირებული, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ ორგანიზდება? იმედი მაქვს, ყველას ესმის, რომ საღი აზრის ფარგლებში ეს სერიოზული კითხვებია.

ვინ გასცემს საომარი მოქმედებების შეწყვეტის ბრძანებას? და როგორია ამ ბრძანებების ფასი?

ამ 2000 კილომეტრზე ვინ განსაზღვრავს, ვინ და სად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება?” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინისვე თქმით, „ცეცხლის შეწყვეტის იდეა კარგია და მას აბსოლუტურად მხარს უჭერს, მაგრამ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელ კოლეგებთან – შესაძლოა, სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • “ხელისუფლება პოლიტიკური პედოფილიით არის დაავადებული…ეს ძალიან მძიმე სურათია, როცა პირდაპირ უყურებ ხელისუფლების კრიმინალიზაციის პროცესს” – გია ხუხაშვილი
  • “სიტყვები არ მყოფნის…დაღუპულია 20 ადამიანი” – რუსეთმა დონეცკის ოლქზე იერიში მაშინ მიიტანა, როდესაც პენსიები რიგდებოდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge