„ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ თანამდებობის პირების მიერ ნარკოშემოწმების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს ვართ მზად. “ძლიერი საქართველო” თუ საშუალოდ “ძლიერი საქართველო, ეს რაღაც ბედოვლათების გუნდი, ამას იმიტომ ითხოვს, რომ მედიასაშუალებამ დასვას ასეთი სულელური კითხვა. რასაკვირველია, ყველა მზად არის. თქვენ თუ ჩემს სიფხიზლეში ეჭვი გეპარებათ ერთი საკითხია, მეორე საკითხია – შემოვიდნენ პარლამენტში, რა მოსაზრებებიც გააჩნიათ და თუ უნდა ყოველდღე ჩაატარონ ნარკოტესტი, დასვან ეს საკითხი, თუ იქნება ადეკვატური. ვეღარ შემოვლენ, იმიტომ რომ ქვეყნსი წინააღმდეგა არიან ჩამდგარი ომში“, – ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, დღეს საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.