საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლით შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან გამართავს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 20 მარტს, 21:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანი, სადაც საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.
