პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს – ასე ეხმაურება ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს მიხელ სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის წერილი სასამართლოში ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წაიკითა.
რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პრიდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი, რომ არ ჩავაბარეთ საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაშ, გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული საქართველო. მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია”, – აცხადებს მიხეილ საკაშვილი.