ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“გვერდით გადადეთ თქვენი პოლიტიკური ბრაზი და წყენა.
პიჯაკების საქმეზე, მესამე პრეზიდენტისთვის 9 წლიანი პატიმრობის მისჯა არის სამარცხვინო და ამას ვინც არ ამბობს, ვერც თავად მიიღებს სამართლიან მართლმსაჯულებას.
Temo Janashia – შენ გაგიმარჯოს! მიხარია რომ ადამიანად დარჩი ბოლომდე”-წერს ნანუკა.
შეგახსენებთ,რომ ე.წ. პიჯაკების საქმე – მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია დამნაშავედ ცნეს.
სასამართლომ მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.