სოციალურ ქსელში ვარკეთილში გადაღებული ვიდეო ვრცელდება, საიდანაც ვიგებთ, რომ მოზარდები ქუჩაში მდგომ მანქანებს ესვრიან.
“ვარკეთილში “ფესკოსთან” მანქანებს ესვრიან რაღაცებს მთელს უბანში. მანქანის სიგნალიზაციები ირთვება. მანამდე იარაღიდან ისროდნენ ჰაერში. დარბოდნენ და ყვიროდნენ “ქურდებს სიცოცხლე” 15-16 წლის ღლაპები… თითქმის ყოველ ღამე ასეთი სიტუაციაა….არც ამათ ჰყავთ პატრონი და არც ჩვენ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში,” – ინფორმაცია და კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.