თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი რექტორს სტუდენტების სტატუსზე კომისიის გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვს. განცხადებას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.
“ჩვენ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ვშუამდგომლობთ მათ და გთხოვთ, რომ უნივერსიტეტის უმაღლესმა პირმა, რექტორმა შეაჩეროთ კომისიის ეს გადაწყვეტილება.
ახალგაზრდებს მისცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე, ახალგაზრდებზე მეტად, თითოეული ჩვენგანი, მათი პედაგოგები ვართ პასუხისმგებლები. ასევე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენს სტუდენტებთან ურთიერთობის მოგვარება პოლიციის „დახმარებით“.
და, ვფიქრობთ, ეთიკის კომისიაზე, სწორედ იმ პირთა საკითხია განსახილველი, რომლებმაც თავიანთი ქმედებით უნივერსიტეტის პრესტიჟი და სახელი შელახეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პროფესორი, ლელა ოჩიაური
- ასოცირებული პროფესორი: მარინე ვასაძე
- ასოცირებული პროფესორი: თამარ ცაგარელი
- ასოცირებული პროფესორი: ეკატერინე კიკნაძე
- ასოცირებული პროფესორი: ლაშა ჩხარტიშვილი
- ასისტენტ პროფესორი: მარიკა მამაცაშვილი
- მოწვეული პედაგოგი, თეატროლოგიის დოქტორი: ანა კვინიკაძე
- მოწვეული პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: ნათია წულუკიძე
- მოწვეული პედაგოგი: ქეთევან პატარაია
- მოწვეული პედაგოგი: ქეთევან მაჭავარიანი
- მოწვეული პედაგოგი: ალექსანდრე კობერიძე
- სასწავლო – სამეცნიერო არქივის დირექტორი, პედაგოგი: ეკატერინე კონტრიძე
- სასწავლო – სამეცნიერო არქივის თანამშრომელი: რუსუდან კვარაცხელია
- დოქტორანტი, მოწვეული პედაგოგი: ტატო ჩანგელია
შეგახსენებთ, რომ პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსი შეუწყდა. სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, სტატუსის შეწყვეტაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა მიიღო.
ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ ათობით გაფიცული სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმეს.