დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეგვიწყვიტეს!“
აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
„ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის.
წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება.
ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!“, – წერს ის.