Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ინფორმაცია საგანგაშოა…”- რა განცხადებას ავრცელებს რომან გოცირიძე?

March 8, 2025
“ინფორმაცია საგანგაშოა…”- რა განცხადებას ავრცელებს რომან გოცირიძე?

ინფორმაცია საგანგაშოა – სებ-მა უნდა განმარტოს რატომ იკლო სავალუტო რეზერვებმა 202 მლნ-ით თებერვალში” – ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სავალუტო რეზერვების თებერვლის მონაცემებს.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც საგანგაშოა.
ეროვნულმა ბანკმა უნდა განმარტოს, თუ რატომ იკლო მკვეთრად უცხოური ვალუტის რეზერვებმა თებერვლის თვეში- 202 მილიონი დოლარის ოდენობით.

უცხოური ვალუტის რეზერვების კლებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: საგარეო ვალის გასტუმრება და უცხოური ვალუტის გაყიდვა სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად.

საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მთავრობას გასული წლის ბოლოს დააკლდა და მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად დააკლდება ასეულ მილიონობით დოლარი, რომელიც უცხოური მხარდაჭერის სახით შემოდიოდა ქვეყანაში. ეს ფული ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვებში იყრიდა თავს. არსებულ ვითარებაში, მთავრობას საგარეო ვალის მომსახურება მთლიანად მოუწევს ეროვნული ბანკის რეზერვებიდან. საერთაშორისო იზოლაცია ასევე იწვევს ბაზარზე ვალუტის შემოდინების შემცირებას, რაც მზარდი იმპორტის პირობებში ლარის გაუფასურებას და რეზერვებიდან იმპორტის დაფინანსებისათვის უცხოური ვალუტის მეტი ოდენობით ხარჯვას ნიშნავს. ამ ორი ძირითადი ფაქტორიდან რომელი გახდა თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მკვეთრი შემცირების მიზეზი, უნდა ახსნას ეროვნულმა ბანკმა.

ერთი თვის წინ ეროვნული ბანკი ირწმუნებოდა, რომ რეზერვებს არაფერი ემუქრება, რეალობა კი სულ სხვაგვარად გამოიყურება.

რეზერვების ადეკვატურობა უკვე კრიტიკულ ნიშანს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა,” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის და როდის აღუდგება მართვის მოწმობა – შსს ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • “თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს” – შალვა პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge