უკრაინული მედია, ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
ცაში Tu-95MS ბომბდამშენები იმყოფებიან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქში დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, შენობის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინის დაბომბვის გამო პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.
„რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის ინტენსიური აქტივობის გამო, რომელიც უტევს სამიზნეებს, კერძოდ, უკრაინის დასავლეთში, პოლონურმა და მოკავშირეთა ავიაციამ ჩვენს საჰაერო სივრცეში ოპერირება დაიწყო. აფრენილ იქნა მოიერიშე თვითმფრინავები, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემებმა მზადყოფნის უმაღლეს მდგომარეობას მიაღწიეს“, – აღნიშნულია პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.