გვიან ღამით, ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. – ინფორმაციას “Adjara Times” ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ავარიის გამო, მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.