2024 წელს ქვეყნის მასშტაბით 60 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ეს კი მაშინ, როცა 2023 წელს 55 ათასს აჭარბებდა. წლის ჭრილში ავარიების რაოდენობა დაახლოებით 9%-ით არის გაზრდილი.
2024 წელს მომხდარი ავარიების უდიდესი ნაწილი, 54 984 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მიეკუთვნებოდა, 5 866 კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული იყო.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა თბილისში მომხდარი ავარიების რაოდენობაც. კერძოდ, 2024 წელს 10%-ით გაიზარდა ადმინისტრაციული წესით ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და 32 957 შეადგინა (2023 წელს – 30 344), სისხლის სამართლის შემთხვევების რაოდენობა კი ამ პერიოდში 2 775 იყო (2023 წელს – 2655).