თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პოანისტ ეთერი (ტუკა) გულისაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“სამწუხარო ინფორმაცია
გარდაიცვალა პიანისტი, სავალდებულო ფორტეპიანოს მიმართულების პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი ეთერი (ტუკა) გულისაშვილი.
პანაშვიდები: ხუთშაბათი, პარასკევი.
მის: რამაზ ჩხიკვაძის #1, (ყოფილი შალვა ნუცუბიძის 129).
გასვენება: შაბათს 14:00 სთ-ზე ვაკის წმ ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან.
მის: ვაკე, ილია ჭავჭავაძის #33 (მეცხრე საავადმყოფოს გვერდით)
ქალბატონი ეთერი დაიბადა თბილისში, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს (საფორტეპიანო).
1967 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (სავალდებულო ფორტეპიანო), 2003 წლიდან ასოცირებული პროფესორი;
სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; ის გახლდათ მრავალი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავდა როგორც სოლო, ასევე კამერული ჟანრის ნაწარმოებებს.
კონსერვატორიის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი ეთერის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას”- წერია სამძიმრის წერილში.