“თუ რაღაც დაჯგუფებაა ორგანიზატორიც უნდა ჰყავდეს ამ დაჯგუფებას. როცა დამიჭირეს მეუბნებოდნენ, არა ეს დაასახელე ორგანიზატორად, არა ესო. რანაირად უნდა დამესახელებინა, უნდა მომეტყუებინა”- – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
“თუ გსურთ დავასახელებ დღეს ორგანიზატორს და დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე. მე პირადად 28 ნოემბრის შემდეგ გამოვედი რუსთაველზე, ის არის ორგანიზატორი და დაიჭირეთ”- აცხადებს რეზო კიკნაძე.