ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას იხსენებს, როდესაც მან წლების წინ გადაცემაში “მძიმე კაცთან” სტუმრობისას აღიარა, რომ ახალგაზრდობის წლებში მარიხუანა და კოკაინი გაუსინჯავს.
„რაღა გახარიაზე გადაირივნენ, ა, ქალი თავისი პირით ამბობს – კოკაინიო… არა ვართ კარგად, არა“, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
– “საფრანგეთში როგორ ერთობოდით, მარიხუანას თუ ეწეოდით?” – ამ კითხვით მიმართა გადაცემის წამყვანმა დავით კოვზირიძემ წლების წინ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც მან შემდეგნაირი პასუხი გასცა:
– არა, მარიხუანას არ ვეწეოდი, გავსინჯე მარიხუანა ერთხელ ცხოვრებაში და ძალიან არ მომეწონა. და გავსინჯე ერთხელ კოკაინი. აი, ორივე მაქვს გასინჯული. ამერიკაში ვიყავი ახალგაზრდებთან ერთად და მითხრეს, რომ მარიხუანას გასინჯვა აუცილებელი იყო, მეც დავთანხმდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა მიდიოდა ცალ-ცალკე და ცალ-ცალკე იცინოდა. ხალასი ერთად ყოფნა სრულებითაც არ იყო, ის რაც მიმზიდველი იქნებოდა, ძალიან არ მომეწონა, კოკაინს საერთოდ ვერ მივხვდი,” – ამბობდა ზურაბიშვილი “მძიმე კაცთან”.