ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი, რომლის შედეგები მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
აღნიშნულს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ექიმი რომ პაციენტზე კომენტარს არ აკეთებს, ეს მარტო საქართველოში თუ ჩაითვლება არანორმალურად, თან როცა ,,ოცნებას” უნდა ასე, თორემ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ექიმი უნდა ინახავდეს პაციენტის საიდუმლოს და იცავდეს კონფიდენციალობას. ნეტავ, მართლა ასეთი დებილები ვგონივართ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები? ჩემი ანალიზების თაობაზე რომ მოვისმინო ჩემი ექიმის კომენტარი, სასამართლოში ვუჩივლებ. ( ვენურ ისტორიაზე და მეოცნებეების შარდისმოყვარეობაზე გამახსენდა, მე მაპატიეთ)… მართლა იმდენს ნუ იზამთ, გახარია ჩვენი დასაცავი გახდეს,” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=837901606888684
https://mix.metronome.ge/21507-2/