ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი, რომლის შედეგები მან სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
აღნიშნულს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ემხაურება:
“გავა დრო და სიცოცხლის ბოლო წამებში ავსტრიელი ექიმი გაიხსენებს როგორ გააკეთა პირველი ოპერაცია, როგორ დაეღუპა პირველი პაციენტი, როგორ გადაარჩინა ადამიანი მატარებლის ვაგონში, როგორ ამოიჭრა ბრმა ნაწლავი საკუთარი ხელით…
სულ ბოლოს ის საშინელი დღე გაახსენდება, ვენის ქუჩაში ჟურნალისტი რომ მისდევდა და მთელს ხმაზე უყვიროდა:
გახარიას შარდი, გახარიას შარდი,” – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ვიდეო: