მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ “პრაიმშოუ”-ს მეშვეობით პროფესორ გიორგი ფხაკაძეს მადლობა გადაუხადა იმ ჩართულობისთვის, რასაც ვაქცინის პოპულარიზაცია წარმოადგენს და ამასთან, აღნიშნა, რომ მან ანტივაქსერი დედაც კი დაარწმუნა აცრის გაკეთებისკენ.
“ადამიანი, რომელიც იბრძვის უცხოეთიდან, რომ უფრო მეტი ვაქცინირებული გვყავდეს ქვეყანაში და გადავრჩეთ, მე პირადად მინდა ამ პიროვნებას მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ჩემს ოჯახშიც მოახდინა გავლენა და ფაქტობრივად ჩემი ანტივაქსერი დედა დაარწმუნა იმაში, რომ მას გადაარჩენს ვაქცინა,” – აღნიშნა ანრი ჯოხაძემ.