პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ გადაცემა „რეზიუმეში“ სხვადასხვა თემასტან ერთად, აშშ-სა და უკრაინას შორის უკრაინული მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
გოცირიძის თქმით, ცოტა ხნის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცის, ჩავა თუ არა ვაშინგტონში, დონალდ ტრამპი კი უარზეა, შეთანხმება რამე სამხედრო გარანტიებს ითვალისწინებდეს უკრაინისთვის.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკების პირველ ეტაპზე, როცა აშშ-ის ფინანსთა მინისტირ კიევში ჩავიდა და ხელშეკრულების პირობები ჩაიტანა, ზელენსკი შოკში ჩავარდა და მისი კაბინეტიდან ყვირი გამოდიოდა.
ქართველი პოლიტიკოსი უცხოურ წყაროებს ეყრდნობა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ს შორის უკრაინის წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებების პირველი ნაწილი არ შედგა იმიტომ, რომ ზელენკის თქმით, შეთანხმება არ ითვალისწინებდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს.
ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ზელენკის ვაშინგტონში ელოდება.