Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

განდაგანა ფრანგულად – ცნობილია, როდის ჩამოვა GIMS საქართველოში

March 2, 2025
განდაგანა ფრანგულად – ცნობილია, როდის ჩამოვა GIMS საქართველოში

განდაგანა ფრანგულად – ფრანგი რეპერის სამოგზაურო არეალი სულ მალე კიდევ უფრო გაფართოვდება და მის მიერ ნანახი ქვეყნების რაოდენობას დაემატება საქართველო.

ფერადკანიანი მამაკაცი, რომელიც, სიმღერის პარალელურად, აჭარული ცეკვისთვის დამახასიათებელი გრაციოზული მოძრაობების შესრულებას ცდილობს, ფრანგი რეპერი GIMS-ია. მრავალმილიონიანი მსმენელით, 5 მილიონი გაყიდული ალბომით, მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი ჰიტებით, მაგრამ ქართველებისთვის მაინც ახლახან ჩაწერილი განდაგანას შემსრულებელი.

აჭარული მოტივებით, ფრანგული რეპის აუდიო ვერსია გიმსმა სოციალური ქსელით რამდენიმე თვის წინ გაავრცელა, 5 მარტს შედგება კლიპის პრეზენტაცია. სწორედ ამ კლიპის ერთი ეპიზოდია ეს ვიდეო, სადაც რეპერს ჩოხის ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმი აცვია. ვიდეოკლიპი პარისთან ახლოს, ერთ-ერთ შატოში, რამდენიმე დღის წინ გადაიღეს.

GIMS-ი საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით მიუდგა – ჯერ ქართული ფოლკლორის ისტორიით დაინტერესდა, შემდეგ მოძრაობებიც ქართველი ქორეოგრაფისგან ისწავლა.

GIMS-თან ერთად, კლიპში მონაწილეობენ ქართული კულტურის სახლის, “ლაზის” მოცეკვავეები, რომლებიც წარმოშობით კონგოელი რეპერის მსგავსად საფრანგეთში ემიგრანტები არიან.

რეპერის პირად გვერდზე განდაგანას გამოჩენისთანავე მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გამომწერების რაოდენობა – რა თქმა უნდა, ქართველების ხარჯზე, ქართველ გამომწერებს არც GIMS-ის შემთხვევაში დაურღვევიათ უპრეცედენტო აქტივობის ტრადიცია და კომენტარებშიც თავი ჩვეული იუმორით იჩინეს.

მალევე გავრცელდება ჭორი, რომ GIMS-ის განდაგანას ინსპირაცია საფრანგეთის საფეხბურთო კლუბებში ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერი იყო, მაგრამ ეს მართლაც ჭორი აღმოჩნდა. მისი ინტერესი ქართული ფოლკლორის მიმართ წინ უსწრებდა ხვიჩას, ზურიკოს და ჟორჟის ამბებს.

ახალბედა სინგლი რომ კლიპის პრეზენტაციამდეც გაჰიტდა, ამას სოციალური ქსელები, “ტიკ ტოკ” ტრენდები და გამოხმაურებებიც მოწმობს, მაგრამ, ობიექტურობისთვის, უნდა გავიხსენოთ 39 წლის გიმსის კიდევ უფრო ცნობილი ჰიტები კოლაბორაციები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან რეპერის საინტერესო ცხოვრების შესახებ აქვს მომზადებული დოკუმენტური ფილმი “ნეტფლიქსს”.

მისი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი არის 2025 წლის გაზაფხული, როდესაც ის ქართველმა მსმენელმა გაიცნო და მათი მოწონება დაიმსახურა.

ვრცლად ↓
წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ქრისტეს სახლი უნდა გათავისუფლდეს და ამას მე ვუხელმძღვანელებ!“ – რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი?
  • „დანამდვილებით ვიცი, რომ…” – რას ამბობს ალეკო ელისაშვილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
  • გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge