პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი მმართველ გუნდთან დაკავშირებით შიდა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
“მდინარაძე ამბობს, რომ ჯო უილსონს ფული არ გადაუხადეს და ამიტომ “ებრძვის” ამათ.
მაგას ჯობია ის თქვას:
1. რამდენი მილიონი და ვისი ხელით გადაუხადეს ლობისტებს აშშ-სთან “დალაგებაში” და პასუხად უილსონის ხელით სანქციები მიიღეს.
2. რამდენი და ვის გადაუხადეს პია კაუმას ვიზიტის ორგანიზებაში და პასუხად ისევ უილსონის ხელით ეს ვიზიტიც ჩაიშალა. რა გაწევ-გამოწევა მოყვა ამას, ისიც თქვას…
მოკლედ, სულ უკუღმა იხდიან, არ უფრთხილდებიან ბიძინას ფულს…”- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
