“ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც…” – 15 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა დაკარგულ შვილს მიმართავს.
“ამ მონატრების სიცარიელეში, რამდენ ხანს გავძლებ, მართლა აღარ ვიცი, დეე… შენი დაძახებული „დეე” ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა და რატოოოო…? ნუთუ ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც… მოდი, რაა, და გააფერადე დღეები, გემუდარები, დეეე”.
თუ ფლობთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას ალექსანდრეზე, შეატყობინეთ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს – 555105500, 599451122.