„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„28 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, გ.შატბერაშვილის ქ. N46-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 თებერვლის 23:30 საათიდან 1 მარტის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
შატბერაშვილის ქუჩა ჩიხებით შესახვევებით, მარაბდის ხევს, ჟვანიას, მარაბდის, შროშის, კეკელიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.