Tuesday, August 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიებას შესაწყვეტად ამზადებს”- მეზვრიშვილი

February 27, 2025
“ეს კარუსელის ახალი მეთოდია”– ნათია მეზვრიშვილი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურამ “საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე” დაწყებული ფორმალური გამოძიება შეიძლება შეწყვიტოს. ინფორმაციას “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ავრცელებს.

“როგორც ჩემთვის ცნობილია (და მოსალოდნელიც იყო), პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს არჩევნების გაყალბების საქმეს (მალე გაახმოვანებენ გადაწყვეტილებას). ნიადაგის შესამზადებლად დღეს კობახიძემ კიდევ ერთხელ იცრუა, რომ თითქოს გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.
სინამდვილეში სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოუტანა „ოცნებას“ განაჩენი ოდირმა, რომელიც იმდენად გააოგნა ნანახმა, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ენა შეცვალა და სავარაუდო დარღვევებს, ფაქტები უწოდა. სწორედ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები იყო ის, რასაც გვერდი ვერ აუარა ვერც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნების არალეგიტიმურად შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ ამ ე.წ. გამოძიების დაწყების მიზანი გაყალბების მთავარი მტკიცებულების მძევლად აყვანა და სიმართლის დაფარვა იყო. ამ პროცესში ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ერთობლივად მოქმედებდნენ – ფაქტობრივად გაიტაცეს და გადამალეს სიები.
მაგისტრატ მოსამართლესთან 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვყვებოდი არჩევნების სისტემური გაყალბების სქემას – რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ გაყალბებულა. დავტოვე შესაბამისი მტკიცებულებებიც მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თვეების განმავლობაში ყველაფერს ვაქვეყნებდით და პროკურატურას ისედაც უნდა ემოქმედა.

იქ დამხვდა პროკურატურა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სისტემურ გაყალბებას კი არა, ცალკეული საარჩევნო დოკუმენტების სიყალბეს და ისიც ფორმალურად იძიებდა. არც ერთი კითხვა ეხებოდა ამომრჩევლის ნებაზე სახელმწიფოს სისტემურ ზემოქმედებას, საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტებას, ფარულობის მასშტაბურ დარღვევას და ა.შ. ყველა კითხვა რომელიც დაისვა, პირიქით, გამორიცხავდა ყველანაირ სისტემურ მიდგომას.
ანუ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გამოძიება დაიწყო გამოძიების შეწყვეტისთვის.

ამ საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვეღარ შესძენს. პროკურატურას კი ნამდვილად გააფორმებს არჩევნების გაყალბების თანამონაწილედ.” წერს მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, გამოძიება პროკურატურამ  ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, გასული წლის 30 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 4 დღეში დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ”- “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • ქობულეთში, ზღვაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
  • “სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია” – შსს თევდორე მღვდილს ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge