Sunday, May 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“რამხელა პრობლემა აქვს პოლიტიკურ სფეროს, რომ მე, კახაბერ ცისკარიძე, არტისტი ვიყრი კენჭს უკვე მეორედ”

September 21, 2021
“რამხელა პრობლემა აქვს პოლიტიკურ სფეროს, რომ მე, კახაბერ ცისკარიძე, არტისტი ვიყრი კენჭს უკვე მეორედ”

საინიციატივო ჯგუფის მიერ ბათუმის მერობის კანდიდატად წარდგენილი მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ უნდა გახდეს ბათუმის პირველი დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მერი. გადაცემაში მან თქვა, რომ ბათუმის მერი ზოგადად პოლიტიკოსი არ უნდა იყოს და არც რომელიმე პარტიას უნდა წარმოადგენდეს.

„იქ, სადაც ჩართულია პოლიტიკა და იქ, სადაც ჩართულია პარტია, უფრო პარტიული ინტერესებია. ეს არის დიდი პრობლემა იმიტომ, რომ არ სცალია არც მერს და არც მის პარტიას იმისთვის, რომ იმუშაოს ქალაქის კონცეპტზე, ქალაქის განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, მიზიდულობის ძალაზე. ბევრად დიდი პრობლემაა ის, რომ ამათ არ სცალიათ არც ერთი ქალაქისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დააყენებს და რატომღაც არ აყენებს პირველ რიგში ქალაქის და მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

საერთოდაც მინდა ვთქვა ერთი რამ – რამხელა პრობლემა აქვს პოლიტიკურ სფეროს, რომ მე, კახაბერ ცისკარიძე, არტისტი ვიყრი კენჭს უკვე მეორედ“, – განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ბათუმს თავისი პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს.

მისი შეფასებით, მაშინ, როდესაც ტურისტული სერვისის დონე მაღალი არ არის და „აჭარის ტერიტორიაზე ამინდს პროგნოზიც კი ვერ ადგენს“, ბათუმის პრიორიტეტი კულტურა და ხელოვნება უნდა იყოს. კახაბერ ცისკარიძემ „საღამოს საუბრებში“ აღნიშნა, რომ ასე ფიქრობდა 4 წლის წინაც, როდესაც პირველად იყარა კენჭი ბათუმის მერობის კანდიდატად და ასე ფიქრობს ახლაც:

„ეს არის ერთ-ერთი ექსკლუზიური და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტისთვის, რომელიც ჩამოდის და ამ შემთხვევაში არც ამინდით ინტერესდება, არც სერვისით ინტერესდება და უბრალოდ კარგი დროის გატარება და ამ კულტურის შეცნობა უნდა, ეს შთაბეჭდილებებს იწვევს და, შესაბამისად, უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ის, რაც ხდება“, – აღნიშნა კახაბერ ცისკარიძემ „საღამოს საუბრებში“.

წყარო: – radiotavisupleba.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახლახანს ქუთაისში ავარია მოხდა – მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს
  • რა ქონებას ფლობს რომის ახალი პაპი და მიიღებს თუ არა ის ხელფასს
  • საშიში კრიმინალური დაჯგუფება – რა შეტყობინებებს უგზავნიან დახურულ „ჩატებში“ ბავშვებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge