Monday, September 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ცნობილია სრული ვერსია – რას გულისმობს უკრაინასა და აშშ-ს შორის უკრაინის ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება?

February 27, 2025
„სად არის ფული, რაც [აშშ-სგან] გაიცა? სად მიდის? მე არასდროს მინახავს ხარჯთაღრიცხვა“ – ტრამპი უკრაინაზე

ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მომალაპარეკებები უკრაინასა და აშშ-ს შორის უკრაინის წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებების პირველი ნაწილი არ შედგა იმიტომ, რომ ზელენკის თქმით, შეთანხმება არ ითვალისწინებდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს.

ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ზელენკის ვაშინგტონში ელოდება.

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, რომელიც ზემოაღნიშნული შეთანხმების განახლებულ ტექსტს ეხება.

„გამოქვეყნდა უკრაინულ-ამერიკული ჩარჩო შეთანხმების სრული ტექსტი.

იშვიათ მადნებზე არაა საუბაური. ეს უკვე უკრაინის მთელ ბუნებრივ რესურსებს და მის მოპოვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასაც ეხება.
ბევრს ჰგონია, რომ უკრაინაში ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის შესახებ გასაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს უკრაინული და ამერიკული ინვესტიციებით მის ათვისებას. ეს ასე არ არის. უკრაინაში სახელმწიფოს კუთვნილი ნებიმიერი მადნის მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი, ვინც არ უნდა განახორციელოს ინვესტიცია, ამერიკელმა, ჩინელმა თუ ევროპელმა, მისი ნახევარი მიდის ფონდში. ამ ფონდის ნახევარი ეკუთვნის ამერიკის მთავრობას. მას ამ ფონდში არაფერი შეაქვს. იგი უკრაინის კუთვნილი შემოსავლებიდან ფორმირდება. ანუ ის რაც უნდა წასულიყო უკრაინის ბიუჯეტში, მიდის ფონდში. მის მოპოვებასთან დაკავშირებული პორტებისა თუ სხვა სახის ინფრსსტრუქტურის ობიექტების შემოსავლების ნახევარი ასევე მიდის ამ ფონდში.
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ: მადნების მოპოვებაში რომ არ მიიღოს არავითარი მონაწილეობა ამერიკულმა კომპანიებმა ან მთავრობამ, ამ ფონდში ფული მაინც შევა და მისი ნახევარი გახდება ამერიკული მხარის საკუთრება.
რაც შეეხება ამ ფულის ხარჯვას: იგი უნდა ინვესტირდეს უკრაინაში ( ეს უკვე კარგია, განსხვსვებით თავდაპირველი ვარიანტისა). ანუ უკრაინის მიერ გამომუშავებული ფული ინვესტირდება უკრაინაშივე, მაგრამ შემოსავლის ნახევარი ეკუთვნის ამერიკულ მხარეს.
სწორს ამბობს ტრამპი-საბოლოო ჯამში ამ სქემით ამერიკის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარების უკან დაბრუნება ხდება ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში წილში ჩაჯდომის გზით. ფაქტობრივად, ეს სქემა რესურსებზე გადასახადის ( ხარკის დაწესების) ტოლფასია.
როგორადაც არ უნდა გაუმჯობესდეს გარიგების პირვანდელი, კაბალური ვარიანტი, თავად ფონდის შექმნის იდეა არის ძალიან ცუდი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისადმი იძულებით თავსმოხვეული მექანიზმი.
ეს ფონდი არ იმუშავებს. იმდენ პრობლემას წარმოქმნის სამომავლოდ, რომ ან გაუქმდება, ან ტრანსფორმირდება. იგი ათეულ წლებზეა გათვლილი. არც ხელისუფლებებია მუდმივი“, – წერს გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • ისრაელის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge