ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანჭათში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოციალურ ქსელში არაერთი ადგილობრივის თხოვნა გავრცელდა და მოხალისეებისგან და ხელისუფლებისგან დახმარებას ამ დრომდე ელოდებიან.
როგორც ჩვენთან საუბარში ანუკა ოდიშელიძე ამბობს, სოფელში გარდაცვლილია ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, თამარ ნინიძე და საკუთარი შვილის ცხედრის დატირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს მისი ასაკოვანი დედა, და და 14 წლის შვილი.
ისინი სხვა სოფლიდან გამოსვლას და გარდაცვლილის სახლში მისვლას ვერ ახერხებენ.
ანუკა ოდიშელიძე:
– ჩემი ოჯახია იმ სოფელში ჩარჩენილი, სადაც არის მიცვალებული. ლანჩხუთის რაიონი სოფელი ჭანჭათში იმყოფება ყველასათვის საყვარელი ქალბატონის, თამარ ნინიძის ცხედარი.
