მოქალაქე ლარისა ტუღუში სოციალურ ქსელში გურიაში, დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ურთულესი მდგომარეობის შესახებ წერს და კადრებს ავრცელებს.
„ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ღრმაღელე. დამენგრა საცხოვრებელი სახლი, იყო ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვილი. ცხოვრება აღარ არის შესაძლებელი, იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა სახლი.
ვითხოვთ დროულ რეაგირებას და დახმარებას. მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალები სახლი სტიქიამ მიწასთან გამისწორა“, – აღნიშნავს ის.
