Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

კაკი, შენი სტატუსი ვნახე, მომინდა ყველასთვის გამეზიარებინა თითქოს სულ უბრალო და ადვილად დასანახი, ელემენტარული დაკვირვება… – დავით გადელია

September 21, 2021
კაკი, შენი სტატუსი ვნახე, მომინდა ყველასთვის გამეზიარებინა თითქოს სულ უბრალო და ადვილად დასანახი, ელემენტარული დაკვირვება… – დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გედელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის, აკაკი ზოიძის “ფეისბუქ” პოსტს ეხმაურება და წერს:

“კაკი, შენი სტატუსი ვნახე, ვაქცინაციის სავალალო სტატისტიკის შესახებ და მომინდა ყველასთვის გამეზიარებია თითქოს სულ უბრალო და ყველასთვის ადვილად დასანახი, ელემენტარული დაკვირვება: – ჩვენი კლინიკის გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების მაგალითზე შემიძლია ვთქვა – სრულმა კი არა, მხოლოდ პირველმა ვაქცინაციამაც ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ჩემი და, სიძე, ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი, რომელიც ასაკის, თანდართული დაავადების, ან კონსტიტუციის გამო ძალიან რთულად გადაიტანდა კოვიდ 19-ს, სახლის პირობებში მოიხადეს და მხოლოდ 1-2 დავაწვინეთ კლინიკაში ცოტა ხნით – ძალიან მომეტებული რისკის მქონენი – ისინიც მალევე გავუშვით სახლში.

რაც შეეხება დაავადების საერთოდ თავიდან არიდებას, ჩემს ერთ არაექიმ მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი (არაკოვიდით) და აუარება ხალხი მოვიდა პანაშვიდებზე; ძალიან დიდი ოჯახია, ბევრი დამხვდური ჭირისუფლით და უმეტესობას დაემართა კოვიდი – ყველამ იოლად გადაიტანა, მაგრამ საინტერესო აქ ის იყო, რომ ყველანი აცრილები იყვნენ და თან 2 სხვადასხვა ვაქცინით. ზუსტად გაიყო! ერთი სახის ვაქცინამ სრულად დაიცვა და არცერთს იმ ოჯახის წევრს არ დაემართა, ხოლო მეორე ვაქცინით დაავადებულებმა (მათ შორის რისკის ჯგუფში მყოფებმა) – სახლის პირობებში გადაიტანეს. ეს დაკვირვება თავად ჩემმა მეგობარმა, ზაზამ გააკეთა (ცხადია არ ვიტყვი ვაქცინების სახელებს – სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვაგვარად მომხდარიყო, ამ შტამზე ასე იყო), და ალბათ ნებისმიერს შეუძლია დანახვა თავის ირგვლივ მაგალითებზე, თუმცა არსებობს ფსიქოლოგიური სიბრმავე, რომელიც ხელს უშლის ადამიანს არსებული რეალობის დანახვას. ამ “სიბრმავეში”, შინაგანი განწყობის გარდა ( ქვეცნობიერი შიშები, ობსესიები), გარეგანი სუგესტიური ფაქტორებიც მონაწილეობენ და სამწუხაროდ, ორჭოფ ადამიანებს თავისკენ იზიდავენ.

რაც შეეხება “ვაქცინების მაფიას”, რასაც ხშირად ახსენებენ, უკვე აღარც მინდა ვუპასუხო ამ ტვინგაყინული ხალხის გონების “ნაჟურს”, ამ არაამქვეყნიურ სიბრიყვეს,” – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში, აღნიშნულზე ზოიძემ უპასუხა:

“კი დავით, როგორც იცი, ფსიქოლოგებს სპეციალური ტერმინიც აქვთ ადამიანის ცნობიერების მაგ თავისებურებაზე: “კოგნიტიური მიკერძოება”: ანუ როდესაც ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას წინასწარ ჩამოყალიბებული რწმენის/პოზიციის ფილტრში ატარებს, ხშირად გაუცნობიერებლად და რაც არ ჯდება ამ რწმენაში/პოზიციაში, ან უბრალოდ აიგნორებს, ან გაუკუღმართებულ, მაგრამ ამ რწმენის შესაბამის ახსნას უძებნის და იწყება მერე ეშმაკების, ფაუჩის, ჯანმოს და ვაქცინების მაფიების, მასონების და “ბილგეიცების” და მისი ოქროს მილიარდის რახარუხი..,” – დაწერა აკაკი ზოიძემ.

https://mix.metronome.ge/21389-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge